Natalia Turkadze – სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა https://36school.ge წინ, ერთად წარმატებისკენ! Tue, 19 Aug 2025 19:08:54 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=6.8.2 https://36school.ge/wp-content/uploads/2021/09/BG-150x150.png Natalia Turkadze – სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა https://36school.ge 32 32 240685954 ” ის , რაც იყო და…” https://36school.ge/2025/08/19/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90/ https://36school.ge/2025/08/19/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90/#respond Tue, 19 Aug 2025 19:03:59 +0000 https://36school.ge/?p=13070 მოსწავლე-ახალგაზრდების სწორად, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღზრდისათვის უმნიშვნელოვანესია მათთვის არაფორმალური, შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სადაც ექნებათ შესაძლებლობა გამოხატონ დაგროვილი ემოციები, გაუჩნდეთ სურვილი კიდევ მეტი წაიკითხონ, რათა მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ირგვლივ მყოფები.
ამ მიზნით , ჩვენს ქალაქში , ყოველწლიურად იმართება სასკოლო თეატრების ფესტივალი- “N-ოვაცია”. ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლამ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ამ ფესტივალში, ძალიან წარმატებითაც. წელს საიუბილეო წელი იყო და კიდევ უფრო ემოციურად დატვირთული. ჩვენი სკოლის მე- 8 ა კლასმა ერთი კლასის ფარგლებში მოახერხა და შექმნა საინტერესო სპექტაკლი ორიგინალური სახელწოდებით: “ის , რაც იყო და…” ბავშვებმა საინტერესოდ, ძალიან ემოციურად წარმოადგინეს პრობლემები, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანებს, რომ ეს არის ის, რაც იყო და უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს. ბავშვების ემოციურმა გარდასახვამ ყველა სტურმის გულის სიმი შეარხია.იყო გულწრფელი ემოციები, ცრემლი, ტკივილი, სიხარულიც.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლას ჟიურის რანგში ესტუმრნენ ქვეყნისა და ქალაქის საუკეთესო წარმომადგენლები: ტარიელ ხარხელაური, მარინე ხარხელაური, მაია ცქიტიშვილი, თორნიკე და მარინა მარჯანიშვილები.ბატონი ტარიელის სტუმრობა განსაკუთრებით ემოციური და სასიამოვნო იყო ჩვენი სკოლისათვის.მან აღნიშნა, რომ სპექტაკლი დატვირთული იყო განსაკუთრებული სიმბოლური პასაჟებით, მოიხიბლა პატარა მსახიობებითა და პრობლემის გადაწყვეტის წარმოდგენილი ვარიანტით.სკოლამ საჩუქრად მიიღო ბატონი ტარიელის წიგნი ავტოგრაფით.
სპექტაკლში წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძისა და ჯგუფის ხელმძღვანელის- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ – მაკა ბობოხიძის ნაწარმოებები. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა საკუთარი საქმის პროფესიონალმა ქეთევან გუბელაძემ.
ეს იყო დღე, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ ბავშვებს, სკოლას, უბანს.
  
]]>
https://36school.ge/2025/08/19/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90/feed/ 0 13070